თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი…
x

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგავასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ისლანდიელმა ხალხმა უარი თქვა მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება. მისივე თქმით, ისლანდიის მაგალითზე ინგრევა აბსურდული მითები, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირშია და მისი წევრობის გარეშე განვითარება არ არსებობს.

“ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე!
29 აგვისტოს, ისლანდიაში გაიმართა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე და მოსახლეობის უმრავლესობამ, დაახლოებით 53%-მა ხმა წინააღმდეგ მისცა.
ისლანდიელი ხალხის უარის მთავარი არგუმენტები იყო – გაწევრიანების შემთხვევაში სუვერენიტეტის გარდაუვალი შეზღუდვა და ქვეყნის რესურსების ეროვნული ინტერესებით მართვის შესაძლებლობის დაკარგვა.
არანაირი დოგმები და „მონა-მონა“ შეძახილები, მხოლოდ პრაგმატული და რაციონალური მსჯელობა, რამაც ისლანდიელი ხალხი სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება.
ასევე შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ ორჯერ თქვა უარი წევრობაზე – 1972 წელს, მოსახლეობის 53.5%-მა, ხოლო 1994 წელს, 52.2%-მა კვლავ გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. უარის მთავარი მიზეზი, ისევე როგორც ისლანდიის შემთხვევაში, იყო – ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება, დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა და ბრიუსელის კონტროლისგან საკუთარი მდიდარი თევზჭერისა და ნავთობრესურსების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 28%-ით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ნორვეგიის შემთხვევაში კი, მთელი 59%-ით.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ანგრევს აბსურდულ მითებს, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირშია და თითქოს წევრობის გარეშე განვითარება არ არსებობს.
რაც შეეხება საფრთხეებს, ცხადია საქართველოს შემთხვევაში, გაცილებით მძიმეა – ეკონომიკური რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგავასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას.
ამიტომ, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა ამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებისთვის, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის – ნეიტრალიტეტი!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

3 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ