— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად

ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ამ…

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს,  –  წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აგვისტოს ომის მასშტაბური ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად, მეტიც, მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა, ამავე პერიოდში კი, რეჟიმი რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებასაც აქტიურად ცდილობდა.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებული ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი – დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას.

საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება,“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

14 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

18 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

21 სთ წინ2 წთ