თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება – ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება

ირაკლი კობახიძე: ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ…

ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალებაც, ბევრი რაღაც გადავალაგეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებაში დაგროვდა გარკვეული სახის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ქვეყანაში არსებული მშვიდობის ფონზე შესაძლებელი გახდა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.

„ჩვენთან მთავრობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, დაგროვდა სხვადასხვა ტიპის პრობლემები – კორუფციასთან, პროექტების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ტიპის პრობლემები იყო და როდესაც ქვეყანა დამშვიდდა ჩვენ მოვახერხეთ და დავიწყეთ ზრუნვა იმ პრობლემების მოგვარებაზეც და ბოლო ერთი წელიწადი ამ კუთხით იყო, ვფიქრობ, რომ გამორჩეულად წარმატებული. ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა სულხან თამაზაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწეობისთვის და მისი მუშაობა შეაფასა როგორც – „სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების, სახელმწიფოებრივი მიდგომის ნამდვილი მაგალითი“.

„მე კონკრეტულად ბატონ სულხან თამაზაშვილს მინდა გადავუხადო მადლობა. იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარაში მართვის სისტემის მოწესრიგებისთვის და მისი მოღვაწეობა ამ ერთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების, სახელმწიფოებრივი მიდგომის ნამდვილი მაგალითი. ძალიან ბევრ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ ვითარდება, უამრავი პროექტი ხორციელდება აჭარაში და ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან მასშტაბური გეგმებია და ამ ყველაფერში ბატონ სულხანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობა მას განვლილი ერთი წლისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ