— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა…

დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ, –  წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ დაარსების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მან ყურადღება გაამახვილა მედია გარემოს გამრავალფეროვნებასა და ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ეკონომიკის სფეროში ვითარების გაუმჯობესებაზე.

„მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან – რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა – დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.

ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება.

ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე,“ – წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ