თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად

ირაკლი კობახიძე-ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“…

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მოგესალმებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, ყრილობის დელეგატებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ვატარებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, სადაც აირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის განახლებული შემადგენლობა.

გასული წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში გაიმარჯვა და თითოეულ ამ გამარჯვებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გიორგი ჩაკვეტაძეს, ალექსანდრე მუკათარიძეს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს“-აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ სწორ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

„სიმბოლურია, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოუტანა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და რომლის პირობებშიც საქართველომ უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა; 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა; დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ზუსტად 2 წლის წინ შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც, ასევე, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეხვეწა სახელმწიფო მმართველობა, გარდამტეხი დარტმა მიგვეყენებინა კორუფციისთვის და პრინციპულად განგვემტკიცებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

დღევანდელი დღე უნდა იქცეს ასეთივე გარდამტეხ დღედ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის. საქართველოს მომავალი ეკუთვნის ახალგაზრდებს. თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა და უნდა შექმნათ გაერთიანებული საქართველოს ნათელი მომავალი.

ქართველი ახალგაზრდები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით, ნიჭიერებით, პატრიოტიზმით, ფასეულობების პატივისცემით. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კარი ფართოდ უნდა გაიღოს ყველა ასეთი ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების საქმეში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.

წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს! წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2026 წელი ყოფილიყოს გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

7 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

9 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

9 სთ წინ1 წთ