„საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს 3 000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. მანამდე, ჯამში მხოლოდ 8 000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87 პროცენტით. გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ, ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ, საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრეფიკის სქემები გამოვავლინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში
პოლიტიკა