თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი – დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს პირდაპირ აისახება აჭარაზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე

ირაკლი კობახიძე: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული…

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს, არაერთი პროექტი განხორციელდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება, რაც აჭარის რეგიონზე პირდაპირ აისახება.

“ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა ბათუმის სტადიონის პროექტის ჩათვლით, რომელიც არის ნამდვილი მარგალიტი განხორციელებულ პროექტებს შორის. ბევრი სხვა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. ძალიან წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი. მინდა, ბატონ ზურაბს ვუსურვო წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით არამხოლოდ გაგრძელდება ის დაწყებული პროექტები, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეზე – აჭარაზე, ამ ქალაქზე – ბათუმზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ, ბატონ ზურაბს მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

27 წთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ