— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: რასაც „ქართული ოცნება“ 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან

გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა ყველას დაგანახათ, რას წარმოადგენთ რეალურად, ამავე დროს დაგანახათ, რას არ წარმოადგენთ. ურყევად და გააზრებულად მიყვებოდა ყოველთვის თავის გზას. მიუხედავად შეცდომებისა და გადაცდომებისა, ძირითადი მიმართულება ყოველთვის ჰქონდა მტკიცე – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ვინც ვერ ხედავს გლობალურ საფრთხეებს, მათ უნდა დააკვირდნენ იმ რეალობას, სადაც ომია ყოველდღიურობა.

„გარდა იმისა, რომ ოცნებამ ნელ – ნელა (ნელ ნელა ისიც იმიტომ, რომ თურმე რამდენი შიდა მტერი ყოლია) ყველას დაგანახათ რეალურად რასაც წარმოადგენთ, ამავე დროს დაგანახათ რასაც არ – წარმოადგენთ. ურყევად და გააზრებულად მიყვებოდა ყოველთვის თავის გზას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეცდომა, გადაცდომა და დანაშაული იყო, ძირითადი მიმართულება ყოველთვის ჰქონდა მტკიცე და რაც ძალიან აშკარად ჩანს არის ის, რომ რასაც ოცნების ხელისუფლება 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან.
ამას ვინც ვერ ხედავს, ყველა უნდა გავუშვათ ცხელ წერტილებში, სადაც კვირაობით არ აქვთ გათბობა, შუქი და ყოველ დღე ბავშვებს ბრმა ტყვია კლავს..
ეს რაც შეეხება მშვიდობას, ხოლო რაც შეეხება დებატებს – კარგია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ნაბიჯი, ისევ ოცნებამ გადადგა, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში დებატები განა ხელისუფლებამ, არამედ – რადიკალებმა ჩაკლეს… აქაც მოგიგოთ, ამას კი – დემოკრატია ქვია.
მოკლედ და კონკრეტულად: ივანიშვილის ხელისუფლება გიგებთ: ასით ნულს.“ – წერს ლატარია.