— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება – ქვეყანა ცდილობს განავითაროს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული სექტორი და შეამციროს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა წარმოებას შორის

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო…

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, – განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.

მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, როგორც შიდა ქსელში, ისე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონულ ვაჭრობას.

“ამ მიმართულებით ქვეყანა ცდილობს განავითაროს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული სექტორი და შეამციროს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა წარმოებას შორის.

დღეს საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია – საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაახლოებით 7.7 ევრო ცენტია, ხოლო მცირე ბიზნესისთვის დაახლოებით 11 ევრო ცენტი. ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, როგორც შიდა ქსელში, ისე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონულ ვაჭრობას.

სტატისტიკურად, 2016-2025 წლებში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ წლიურად 2.7%-ით იზრდება. 2025 წელს მოხმარება 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო წარმოებამ 13.98 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. იმპორტი მკვეთრად შემცირდა — 91%-ით, ხოლო ექსპორტი 86%-ით. დადგმული სიმძლავრე დღეს 4752 მეგავატს შეადგენს, სადაც ძირითადი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.

განახლებადი ენერგიის წილი უკვე 20.2%-ია და 2030 წლისთვის 27.4%-მდე გაზრდა იგეგმება. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ათეულობით ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურის მშენებლობა,” – აღნიშნა მეზურნიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ