— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე:  ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა  იმის გამო, რომ „იმედის“ აღება  „გაეპრავებინათ“ – დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის…

ფუნდამენტალური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ, –  ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

რუხაძის განცხადებით ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ვერ იჭერდა იყო ის, რომ  ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა.

„მერე დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ მიჭერდნენ. არც ვიყავი მაშინ საქართველოში, მარა როცა ვიყავი, მაშინაც ვერ მიჭერდნენ ამერიკის მოქალაქეობის გამო. ამტკიცებდნენ სხვათა შორის, რომ დაგუგლოთ ჩემი სახელი და ნიკა გვარამიას სახელი ერთად WikiLeaks-ში, რომ შეიყვანოთ, გამოვა ბევრი დოკუმენტები ამერიკის საელჩოდან, რომელიც მიდის ამერიკაში. ანუ,  ელჩი უგზავნის თავის ვიღაც უფროსს იქ, ვისაც აბარებს რეპორტებს.“- განაცხადა რუხაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე თუ  რა შუაში იყო ნიკა გვარამია, რუხაძემ უპასუხა, რომ ნიკა გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც აშშ-ის ელჩს უმტკიცებდა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო და შეეძლოთ მისი დაჭერა.

„იმიტომ, რომ ნიკა გვარამია დადიოდა საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვარ დასაჭერი და  ვარ საქართველოს მოქალაქე. ხან უმტკიცებს, რომ დასაჭერი ვარ და ვერ მიიღო ეტყობა იქიდან უფლება, რომ დამიჭიროს, მერე უმტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ამიტომ აქვს უფლება, რომ დამიჭირონ და არა ვარ ამერიკელი. მერე ეს ელჩი წერს, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებაო, იმიტომ რომ ირაკლი დარბის  „იმედს“ იცავს და ეს ყველაფერი არის იმიტომო, რომ  „იმედის“ დაბრუნებას შეუშალოთ ხელი.  შეიძლება ზუსტი სიტყვებით არა ვამბობ, მარა დაგუგლეთ და ნახეთ. WikiLeaks-ში ამოდის ეს. ამიტომ, ფუნდამენტალური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ.  მე ნუ დამიჯერებთ, WikiLeaks-ში ნახეთ,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

58 წთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ