— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ზარქუა საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ ე.წ. ბაღების თემასთან არც მას და არც მის ოჯახს, არაფერი აკავშირებს, შესაბამისად, ბაღებისა და სკოლების ტენდერებში მონაწილეობა მის ნათესავებს არასოდეს მიუღიათ, ნათელაშვილი კი ტყუილს ავრცელებს.

“სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო,იმ დონის გაუფასურებული ხარ, რომ თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში და დაძრწიხარ ეულად ყველასგან მიტოვებული ! იარე ახლა ტელევიზიებში და იჭორავე ზარქუას მილიონებზე შე ფანჩატურა შენა!

P.s. საზოგადოებამ კი იცის ყველაფერი ამ თემაზე , მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ და შევახსენებ ე.წ ბაღების თემას, რომელიც ახსენა ამ “უხსენებელმა”.. მოკლედ წლების წინ ჩემმა სიძემ გაყიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორში ოპერირებდა და არასოდეს სახელმწიფო ტენდერებში არ მიუღია მონაწილეობა. გაყიდვის შემდეგ კი მისმა ახალმა მფლობელებმა
მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. შემდეგ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები და პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულებიც არიან როგორც მაქვს ინფორმაცია! არასოდეს ბაღების ან სკოლების ტენდერში მე და ჩემს ნათესავებს არასოდეს
მიგვიღია მონაწილეობა! ეს არის სიმართლე!” – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.