— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ისნის რაიონში N26 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

ისნის რაიონში N26 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ავარიული შენობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში N26 საბავშვო ბაღის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ისნის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა დღეს საფუძველი. ეს არის N26 საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, რადგან ავარიულ მდგომარეობაში იყო. ბავშვები დროებით გადაყვანილები არიან სხვა სივრცეში, სადაც გრძელდება სააღმზრდელო პროცესი. რაც შეეხება სამუშაოებს, ახალი საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება, დაახლოებით, 180 ბავშვზე. პროექტი 2026 წლისთვის დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასევე გარე სივრცე, მოწესრიგდება და განახლდება ეზო. ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც აღნიშნულ სექტორს შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბეღლეთის ქუჩა N10-ში მდებარე N26 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დღეს დაიწყო და მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოს იგეგმება. ახალი ბაღი 6-ჯგუფიანი იქნება. შენობა აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 2 941 000 ლარია.

სამშენებლო მოედნის მოსამზადებელ სამუშაოებსა და პროექტის დეტალებს თბილისის მერთან ერთად ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მაჟორიტარი დეპუტატები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ