— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ITB China-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-მდე ჩინელ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა

ITB China-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-მდე ჩინელ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენასთან ITB China-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტისას ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაისში, ჩინეთში, შანხაიში დაგეგმილი ITB China-ს გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით წარდგენას. შეხვედრას 20-მდე ჩინური კომპანიისა და 40-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

„საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩინეთის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს. 20-მდე ჩინელი ბაიერი საქართველოში 40 კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. ეს შეხვედრები ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, სადაც ქართველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობები დაემყარებინათ და ესაუბრათ მომავალ ბიზნესზე. როგორც იცით, წელს ITB ჩინეთის პარტნიორი ქვეყანა ვართ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საქართველოს კიდევ ერთხელ სახელს გაუთქვამს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობა გავზარდოთ, ბიზნესს ხელი შევუწყოთ და ამით საქართველოში უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოვიზიდოთ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ტურის ფარგლებში ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ძველ თბილისს, მცხეთას და მუხრანს. გაეცნენ კულტურულად საინტერესო ადგილებს, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.

„ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ITB-ის გუნდთან ერთად ვესტუმრო საქართველოს. ჩვენი პლატფორმა ჩინეთში 100 მილიონზე მეტ მოგზაურს ემსახურება.

ჩვენს საიტზე უკვე განთავსებულია უამრავი სამოგზაურო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. საქართველო სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ჩინელ მოგზაურებში. მოველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ მხარესთან. ვიცი, რომ საქართველო ITB China 2026-ის მასპინძელი ქვეყანაა. მოუთმენლად ველით შანხაიში საქართველოს წარდგენას“, – ამბობს სამოგზაურო პლატფორმა Qyer-ის წარმომადგენელი ლი ცუი.

წელს, 26-28 მაისს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება.

პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გასულ წელს, ITB CHINA-ს გამოფენას ჯამში 21 000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ