— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

იუნკრებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

იუნკრებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ისინი სწავლას საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.

საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკრების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები სამხედრო საქმის გარდა, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულს, მათ იუნკრებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკრები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი, წარჩინებული იუნკრები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იუნკრები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ