— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო

ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან…
x

„უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არა მხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან. ე.ი. რადგან პსჟ-ის სათადარიგო მოთამაშე, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ზაბარნი რუს თანაგუნდელ საფონოვს გამარჯობას არ ეუბნება, ხოლო პსჟ-ის ლიდერი, მსოფლიო ვარსკვლავი კვარაცხელია საფონოვთან მეგობრობს, ზაბარნი ყოფილა ადამიანი და კვარა – არაადამიანი; ე.ი. თანაგუნდელი თანაგუნდელს არ უნდა ესალმებოდეს ეროვნული ნიშნით და პოლიტიკური მოტივით, დისონანსი უნდა შეჰქონდეს გუნდის ერთიანობაში და უხერხულობასა და დაძაბულობას ქმნიდეს გუნდის გასახდელში – ასეთია საშუალო სტატისტიკური, პრიმიტივი აკაცუკის კოლექტიური აზროვნება. არადა, პსჟ-ის სათადარიგო მცველს, უკრაინელ ზაბარნის მართლა პატრიოტიზმი თუ ამოძრავებს, რუსი საფონოვისათვის ხელის არჩამორთმევასა და ხმის არგაცემას კი არ აირჩევდა პროტესტის ფორმად, არამედ ადგებოდა და საერთოდ წავიდოდა გუნდიდან, რომელმაც ძირითად მეკარედ საფონოვი დაიყენა. სწორედ ეს იქნებოდა პრინციპულობისა და შეუვალობის აქტი, ხოლო ის, რასაც ზაბარნი ახლა აკეთებს, მხოლოდ ორსაჯდომიანობა და მენტალური პროვინციალიზმის გამომხატველი ჭინჭყლობაა. ჰოდა, ვიღაც აკაცუკი კიკნაძე ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მოუწოდებს, უკრაინელი ზაბარნისგან ორსაჯდომიანობა და პროვინციული ქაჯობა ისწავლოს. ალბათ, სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არამხოლოდ ქართული ფეხბურთის მეტრად, არამედ ნაც – აკაცუკთა უკიდეგანო უსამშობლობის უნებლიე მამხილებლადაც ჩამოყალიბდა,“- წერს ხუბუა.