— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ…
x

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.

მისი შეფასებით, სააკაშვილის ავატარი ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ,,ნაცმოძრაობა” და სიტყვა ,,ინტელექტი”- თუნდაც ხელოვნური, ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები.

,,კარგი იქნება, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ.

მართალია, პარტიას, რომლის სახელიც სამარადჟამოდ არის დაკავშირებული საქართველოში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატირებელი რეჟიმის შექმნასთან, სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის თავმჯდომარეობა ვერაფრით გააკეთილშობილებს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები,” – წერს ხუბუა X-ზე.