თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”, გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ

ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების…
x

ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს.

ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილის კვალდაკვალ, მეც მინდა, რამდენიმე კითხვა დავსვა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო ნაცებისა და ლიბერალების პროპაგანდა და განწყობები ისეთივე რადიკალურად ანტირუსული და რუსოფობიული, როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა? ნაცებსა და ლიბერალებს, მათ შორის, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რატომ არ ჰქონდათ აგრესია და მიუღებლობა რუსი ტურისტებისადმი, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი ზედ საზღვარზე ეგებებოდა ყვავილების თაიგულითა და შამპანურის ბოთლებით? რატომ არ მოძრაობდნენ თბილისში ავტომობილები ,,დიდება საქართველოს” სტიკერებით, როგორც დღეს ,,სლავა უკრაინე” სტიკერებით მოძრაობენ და ფეხბურთის ქომაგთა ორგანიზაციის ჩენთებში რატომ არ იყო ,,პუტინ ხუილოს” ბღავილი, როგორც დღეს არის? ერთი სიტყვით, ქართველ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, ლიბერალებსა და ,,პრადვინუტობის” მოსურნე მენტალურ პროვინციალებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე რატომ არ ჰქონდათ ისეთივე მძაფრი რეაქცია, როგორსაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზე ამჟღავნებენ? ამ კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველა ვარიანტი სწორია: საქმე გვაქვს უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან! ქვეყანაში გვყავს ვაიკოსმოპილიტების კლასტერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია და ვითომ სხვისი სამშობლო ადარდებს! ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი” , გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ. P. S. დიდება საქართველოს! გმირებს დიდება! რუსეთი საქართველოს ოკუპანტია 1801 წლიდან!“- წერს ხუბუა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

6 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

9 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ