— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული”…

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ივანიშვილის “დანაშაულია” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ეს დანაშაული მას არ აპატიონ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, სესხების განულების თემის ჩათვლით.

“საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება არც სესხების განულებაა, არც – სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსება, არც – სხვა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და რესტავრაცია, არც – საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტებისა და თეატრების გარემონტება, ინვენტარიზაცია თუ სულაც ახლის აშენება, არც – სამედიცინო და სარეკრეაციო, სპორტული და კულტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საერთოდ, არცერთი ქველმოქმედება, რაშიც მას 3 000 000 000 (სამ მილიარდი) აქვს დახარჯული… ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან.

კი, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი და უპირველესი დამსახურება საქართველოს წინაშე და მისი უმთავრესი დანაშაული საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ბოლომდე და ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს დანაშაული არ აპატიონ.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით.” – წერს ხუბუა X -ზე.