თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარებაა, არამედ მისი განვითარების, გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც.

სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება საგანგებო სიტუაციებისა და მასშტაბური კატასტროფების პირობებში.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ