— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კ.ჭ.-მ, გ.ქ.-სთან და ი.ქ.-სთან ერთად, 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობა დააორგანიზა. გასული წლის 31 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს. პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით კ.ჭ.-ს, გ.ქ.-ს და ი.ქ.-ს ბრალეულობა გამოიკვეთა და სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ