— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ჯო უილსონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას შეცვლის

ჯო უილსონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა…

გამოცემა The Hill-ი სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ დონორი და ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს.

ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ სანქციები და ზეწოლა დააზიანებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესს, რადგან მის კომპანიას დიდი ფინანსური ინტერესები აქვს. მას მჭიდრო კავშირები აქვს „რესპუბლიკელ“ სენატორებთან, მათ შორის, იმ სენატორთან, რომელმაც აშშ-ის სენატში MEGOBARI აქტის დაბლოკვა მოახერხა. მეორე მხრივ, ამერიკელი კანონმდებლები, განსაკუთრებით კონგრესმენი, ჯო უილსონი, აცხადებენ, რომ MEGOBARI აქტი აუცილებელია.

ამასთან ჯო უილსონი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კურსის პირობებში რეგიონული მშვიდობა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეუძლებელია, ხოლო მათი რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს შეცვლის.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევა, პროექტის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადახედავს და შეცვლის თავის ანტიამერიკულ პოლიტიკას“ – აცხადებს უილსონი.

ამასთან, ბიზნესმენი ნიკანდროსი ამბობს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა და საქართველოს სუვერენულ მთავრობასთან იდეოლოგიურმა უთანხმოებამ, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ–საქართველოს მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობები“.

დოკუმენტში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ის ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ