— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

კახა კალაძემ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

კახა კალაძემ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად ამჯერად 30 ოჯახს დაუკანონდა.

გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

„ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლაც წარმატებულია. გვინდა, ყველა ის ოჯახი, ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ, დაგეხმარებიან და გეტყვიან, თუ რა დოკუმენტებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ვულოცავ მათ. რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ