— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის ქმედებები ირანში, შესაძლოა, საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო იყოს.

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის ქმედებები ირანში, შესაძლოა, საერთაშორისო სამართალთან…

„შეერთებული შტატებისა და ისრაელის საქმეა, დაასაბუთონ, არის თუ არა ეს ასე. ჩემზე უფრო ექსპერტების – მე არ ვარ იურისტი, რა თქმა უნდა, არც საერთაშორისო იურისტი – საქმეა, რომ განსაზღვრონ“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.

მისი თქმით, მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო წესრიგის კრახის კიდევ ერთი მაგალითია.

„გაეროს უშიშროების საბჭოს ათწლეულების განმავლობაში მიღებული რეზოლუციების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუღალავი მუშაობისა და სანქციებისა და დიპლომატიური ჩარჩოების სერიის მიუხედავად, ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხე კვლავ არსებობს. ახლა კი შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იმოქმედეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარევის ან მოკავშირეებთან, მათ შორის კანადასთან, კონსულტაციების გარეშე“, – აღნიშნა კარნიმ.

კარნიმ მხარეებს „საომარი მოქმედებების სწრაფი დეესკალაციისკენ“ მოუწოდა.

„ამ კრიზისის მოგვარება მოითხოვს ერთგულებას უფრო ფართო პოლიტიკური გადაწყვეტისადმი. დიპლომატიური ჩართულობა აუცილებელია უფრო ფართო და ღრმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.