— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
საქართველო

ქართველმა ემიგრანტმა კანიე უესტს მადლიერების დღის წვეულება მოუწყო

ქართველმა ემიგრანტმა კანიე უესტს მადლიერების დღის წვეულება მოუწყო

ქართველმა ემიგრანტმა, რიტა კვერნაძემ კანიე უესტს მადლიერების დღის წვეულება მოუწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კვერნაძის ახლობელი აქვეყნებს:

„ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი რიტაა. ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობით და დაუღალავი ენერგიით ბრწყინავდა. ხან რას წამოიწყებდა, ხან რას ,ყოველთვის რაღაც ახალს ქმნიდა, ყოველთვის წინ მიდიოდა. დღეს კი უკვე ლოს ანჯელესში ცხოვრობს და თავისი პატარა ბიზნესი აქვს. ორიგინალურ და გემოვნებიან წვეულებებს აწყობს, აწყობს არა… ქმნის. ხელოვნებასავით.

გუშინ კი ის დღე დადგა, რომელმაც ყველას თავგზა აგვირია სიამაყით .წარმოუდგენლად დიდი შეკვეთა მიიღო: მადლიერების დღისთვის კანიე უესტის (აწ უკვე YE-ის )ოჯახისთვის მოაწყო ვახშამი. მოსვენება გვქონდა დაკარგული მთელი დღე იმდენად ველოდებოდით სიახლეებს თუ როგორ ჩაიარა ივენთმა.

საბოლოოდ YE და ბიანკა იმდენად აღფრთოვანებულები და კმაყოფილები დარჩნენ რომ ეხვეოდნენ,მადლობებს არ იშურებდნენ და მომავალი თანამშრომლობის იდეებიც კი შესთავაზეს რიტუნას.

ვიფიქრე, ეს ამბავი როგორ არ გავუზიარო ყველასთქო მაგრამ ჯერ ბოროტი თვალის შემეშინდა, მერე შურის . მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ამის დამალვა არ შეიძლება . იმდენად ვამაყობ, იმდენად მიხარია, იმდენად დიდი სიყვარული და შრომა დგას ამ მიღწევაზე, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ვინმემ ეს ამბავი ისეთივე სიხარულით და სიამაყით არ გაიზიაროს , როგორც რიტას კეთილის მსურველებმა.

ვინც რიტას ახლოს იცნობს, ზუსტად იცით , რა საოცარი პროფესიონალია. დეტალების ჯადოქარია. სამი შვილის უძლიერესი დედიკო, სიყვარულით სავსე მეუღლე, ერთგული მეგობარი.
რიტა, ჩემო ფრთებშრიალა  ხომ იცი ეს დასაწყისია. წინ კიდევ ბევრი ჯადოსნური დღეები გაქვს . ისე მჯერა შენი და ისე მიხარია შენი წინსვლა თითქოს საკუთარი წარმატებები იყოს.

მიყვარხარ ძალიან ! იბრწყინე, იკაშკაშე და მიაღწიე ყველაფერს, რასაც გულში ინახავ. შენ ამას იმსახურებ”,- წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, რიტა კვერნაძის ახლობელი.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ