ქალაქ კასპში, გაბაშვილის ქუჩაზე, კალათბურთის მოედნისა და საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტის სამუშაო პროცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კალათბურთის მოედნის შემოღობვას, კალათბურთის ფარების, ასევე გარე განათების მოწყობას. კალათბურთის მოედანთან ერთად მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე სხვადასხვა გასართობი ატრაქციონით.
„პროექტს ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე ვახორციელებთ, რომლის დასრულების შემდეგ ერთ სივრცეში იქნება სპორტული და ბავშვთა გასართობი ინფრასტრუქტურა, ხოლო აღნიშნულით ისარგებლებენ კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებიც“ – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


