— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
კულტურა

ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება

ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება

ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

სერკისმა და პიტერ ჯექსონმა გასული წლის დიდი ნაწილი უინსლეტის დაყოლიებას დაუთმეს. ფილმში მონაწილეობა მსახიობისთვის ახალ ზელანდიაში გადაბარგებას ნიშნავს, სადაც მისი სცენების გადაღება მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოსკაროსანი უინსლეტი შეუერთდება სამსახიობო გუნდს, რომელშიც უკვე დადასტურებულია ძველი ვარსკვლავების დაბრუნება: ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი) და თავად ენდი სერკისი (გოლუმი). აღნიშნულ როლებს ეს სამეული 2001 წლის „ბეჭდის საძმოდან“ მოყოლებული ასრულებს, ისევე, როგორც ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებზე დაფუძნებულ შემდგომ ფილმებში.

ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები არიან და მუშაობის ყველა ეტაპში იღებენ მონაწილეობას.

„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია – „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).