— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც „მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას“. კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის „გლობალური მმართველობოს ინდიკატორების“ მიერ.

კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო,  მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას,  ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია:  იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი,  სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.

მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია იკონომისტ ინტელიჯენს იუნითი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუინდეიშენის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი,  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია სტანდარტ ენდ ფუარსი, მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.