— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ქეთევან ტურიაშვილი ოპოზიციაზე: ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და გამოაცხადა, ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ – ღმერთო რა სირცხვილი ტრიალებს ლიბერდებილეთში

ქეთევან ტურიაშვილი ოპოზიციაზე: ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის…

ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და პირველი რაც გამოაცხადა ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. ისიც ვიცი ნორმალურ ადამიანებს, ამის ახსნა ისედაც არ გჭირდებათ და სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ,- ამის შესახებ არქეოლოგი, ქეთევან ტურიაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

ტურიაშვილის განცხადებით ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებში სირცხვილი ტრიალებს.

ტურიაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, საქართველოს გარე მტრებისგან დაცვისთვის.

“ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და პირველი რაც გამოაცხადა ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. ისიც ვიცი ნორმალურ ადამიანებს, ამის ახსნა ისედაც არ გჭირდებათ და სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ.

მადუროს ბედი ისევე მადარდებს, როგორც ღობის ჩხირის ამბავი, ამათ თუ ჰგონიათ მადუროს საზიზღრობა შეგვიშლის ხელს რომელს რა ინტერესი ამოძრავებდა მაგის გააზრებაში, ღმერთო რა სირცხვილი ტრიალებს ლიბერდებილეთში.

ერთი რამ კი ცხადია, ვინც ქართველ ხალხს დაეჯახა, ყველამ ცუდად დაამთავრა, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელით მოხდება – ფაქტი ფაქტია.

და ფაქტია ისიც, რომ ძალიან საშიში პროცესი მიდის სამყაროში, რომელშიც ძლიერები უბრალოდ სუსტებთ ანადგურებენ და კი იცით, ვისი მადლობელიც ვარ ამ სტატუსის ბოლოში, არ გაგიჭირდებათ გამოცნობა

არც მომერიდება, დიდი მადლობა ბატონ ბ ი ძ ი ნ ა ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ს და მის გუნდს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გიგანტების სათრევი არ გახდა, მიუხედავად გარე თუ შიდა მტრებისა.”- წერს ქეთევან ტურიაშვილი.