სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ხობში კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონები აშენდა, ხოლო ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
ახალი სპორტული მოედნები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 261 000 ლარი შეადგინა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პარალელურად სამი მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ერთის მშენებლობა მიმდინარეობს.


