თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხულოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხულოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, მუნიციპალური ჩემპიონატი…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, ხულოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 17 გუნდი მონაწილეობდა.

დაძაბული, მაღალი სპორტული სულისკვეთებით გამორჩეული მატჩების შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა
II ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლა
III ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა

გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულ სკოლებს, მათ მწვრთნელებს, მონაწილე სპორტსმენებს და უსურვებს წარმატებებს შემდგომ ეტაპებზე

„საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ტარდება.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.