— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ტურნირებსა და საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფეხბურთში, სამთო სათხილამურო სპორტსა და ქვიშის ფრენბურთში.

2025 წელს ხულოს მუნიციპალიტეტიდან სულ 119-მა სპორტსმენმა სხვადასხვა სპორტის სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას როგორც მაღალი მიღწევების, ისე სპორტის განვითარებისთვის და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით აშენდა სამი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ მოედანს. ასევე დაბა ხულოში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა რომელიც მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობას და წვლილს შეიტანს როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებაში.

ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო, რომელმაც სპორტსმენებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტის სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე, მიულოცა სპორტსმენებს და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ