ხულოს მუნიციპალიტეტში ჭადრაკში, შაშსა და ნარდში, მუნიციპალიტეტის პირველობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შორის დასრულდა, – ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
„ტურნირი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მიზანია სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


