— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მატჩი, რომელსაც შინ ვთამაშობთ ძალიან გვაბედნიერებს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში

ხვიჩა კვარაცხელია: ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მატჩი, რომელსაც შინ…

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

„ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თამაში, რომელსაც შინ ვთამაშობთ ძალიან გვაბედნიერებს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. წინა შეკრებაზე ტრავმები მქონდა, მაგრამ ვცდილობ, რომ ნაკრებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო, რადგან ჩემი ხალხისთვის და გუნდელებისთვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.