საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, „ის ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება“.
„მინდა წარმატებები ვუსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე კაპიტნის რანგში. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება. საპასუხისმგებლოა კაპიტნობა, ვიცე-კაპიტნობაც. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, ბევრი თამაში დამიგროვდა და ფეხბურთელებისგან, მეგობრებისგან, რომლებიც კაპიტნები იყვნენ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.
წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. საქართველოსა და ისრაელის ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.




