— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ვილი სანიოლი: ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ვილი სანიოლი: ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობის შესახებ.

მისი თქმით, კვარაცხელიას უნდოდა გუნდის კაპიტანი ყოფილიყო, აეღო პასუხისმგებლობა და გუნდს დახმარებოდა.

„კვარას ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საოცარი პროგრესი ჰქონდა. ახლა ის იმ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ დიდი სურვილი ჰქონდა კაპიტანი ყოფილიყო, აეღო პასუხისმგებლობა და გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასევე, გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება. მას დიდი გამოცდილება, ძლიერი ხასიათი აქვს და დიდ პატივს სცემენ როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. ოთარ კაკაბაძეც, თავისი გამოცდილებითა და გუნდში როლით, ძალიან კარგი ლიდერი იქნება. მათ ვთხოვე ჩამოაყალიბონ 7-8 მოთამაშისგან დაკომპლექტებული ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ერთად აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან მაშინ, როდესაც მთელი გუნდი ერთ აზრზეა, შესაძლებელია წინსვლა და სწორი გზით განვითარება“, – აღნიშნა სანიოლმა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. საქართველოსა და ისრაელის ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00-ზე დაიწყება.