თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
სპორტი

კიტეიშვილი: მინდა წარმატებები ვუსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება

კიტეიშვილი: მინდა წარმატებები ვუსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო და…

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, „ის ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება“.

„მინდა წარმატებები ვუსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე კაპიტნის რანგში. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება. საპასუხისმგებლოა კაპიტნობა, ვიცე-კაპიტნობაც. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, ბევრი თამაში დამიგროვდა და ფეხბურთელებისგან, მეგობრებისგან, რომლებიც კაპიტნები იყვნენ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.

წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. საქართველოსა და ისრაელის ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.