თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

კომპანია „ალფას“ წარმომადგენელი: პროდუქციაზე, რაც ქსელებში შეგვაქვს, სტანდარტულად გვაქვს „ქეშბექი“ 20%-დან 35% -მდე. გვაქვს, ასევე, ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომლის იმპორტირებაც წონით ხდება. აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის და სწორედ ამ მიზეზით არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს

საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა.

სხდომაზე, კომპანია „ალფას“ წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა კითხვით მიმართა, რომ ეს მარჟა მათი ბიზნესინტერესიდან მოდის, თუ დიდწილად განპირობებულია ქსელების მხრიდან დაკისრებული ტვირთით, რაზეც კომპანია „ალფას“ წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის და სწორედ ამ მიზეზით არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს.

„იმ პროდუქციაზე, რაც ჩვენ ქსელებში შეგვაქვს, სტანდარტულად გვაქვს ქეშბექი – პირობითად 20% -დან 35% – მდე. გვაქვს ასევე ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც წონით ხდება იმპორტირება. აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის, და სწორედ ამის ხარჯზე არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს“- განაცხადა „ალფას“ წარმომადგენელმა.

„ფასწარმოქმნაში მარტო ქსელები არ არიან მონაწილე მხარე, დისტრიბუტორებს მნიშვნელოვან აქტორებად გხედავთ. თქვენს შემთხვევაში, მაგალითად, წინა მომხსენებლისგან განსხვავებით, გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი ძალიან მცირეა. ეს ფასნამატები ზოგიერთ შემთხვევაში 80%-ია, 30%, 40% და ა.შ. მაინტერესებს, თქვენი ბიზნეს ინტერესია სრულად თუ დიდწილად „ქეშბექის“ და ქსელის ტვირთია? იმიტომ, რომ თუ თქვენს შემთხვევაში გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი მინიმალურია, მაშინ მივდივართ იმ აზრამდე, რომ ფასის წარმოქმნის პროცესში საკმაოდ დიდი წილი მოდის დისტრიბუტორის გადაწყვეტილებაზე, ჰქონდეს დიდი ფასნამატი. არაერთხელ გაჟღერებული ფაქტი, რომ საზღვრიდან მაღაზიამდე 80%-ზე მეტი ემატება და ეს ფაქტობრივად დისტრიბუტორების ხარჯზეც მოდის, არ არის მითი და არის რეალობაა“- აღნიშნა წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

8 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

11 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ