— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

კონსერვატორი ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ

კონსერვატორი ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ…


კონსერვატორმა ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკომისია სადამსჯელო ზომებს მიმართავს იმ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ.

დებატები ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში სლოვაკეთში კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს დაეთმო.

ევროკომისია ბრატისლავას ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, დემოკრატიის უკუსვლაში ადანაშაულებს.

როგორც „კონსერვატორებისა“ და „რეფორმისტების“, ასევე „პატრიოტები ევროპისთვის“ პოლიტიკურმა ჯგუფებმა აღნიშნეს, სლოვაკეთიც და უნგრეთიც ისჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ აღიარებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ ემხრობიან გენდერულ იდეოლოგიას და იღებენ სუვერენულ გადაწყვეტილებებს.

„ურსულა ფონ დერ ლაიენს არ მოსწონს, რომ ჩვენს ბავშვებს ულტრამემარცხენე გენდერული იდეოლოგიისგან ვიცავთ. უნგრეთს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გვიჩივიან. არ მოგწონთ, რომ უნგრეთის უნივერსიტეტებმა ახალი მოდელი მიიღეს, ამიტომ ასობით ათასი უნგრელი სტუდენტი კოლექტიურად გარიცხეთ Erasmus-ის პროგრამიდან. არ მოგწონთ, რომ უნგრელები არალეგალი მიგრანტებისგან დახმარებას არ ითხოვენ. ამის გამო ყოველთვიურად უნგრელებს 201 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას აკისრებენ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან კოლექტიური დასჯის მეთოდი და ამის ფონზე გსურთ ლექცია წაგვიკითხოთ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე? გრცხვენოდეთ“, – განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ.