— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

კულტურის სამინისტრო ხუთი მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

კულტურის სამინისტრო ხუთი მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

კულტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს – 5 მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს მუზეუმებია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში, ვაჟა ფშაველას მუზეუმი და სახლ-მუზეუმი ჩარგალში.

„საქართველოში არსებულ თითოეულ მუზეუმში ჩვენი ერისთვის ძვირფასი საგანძური ინახება. სახელმწიფოს ვალია, გაუფრთხილდეს მას და ყველა პირობა შექმნას სამუზეუმო სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ზემოაღნიშნული მუზეუმების რეაბილიტაციის შემდეგ, მათი სახით საქართველოში გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ექნებათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.