— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა…

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი იკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგიის თავს მოხვევას გულისხმობს.

მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, თუმცა დღეს გარკვეული ჯგუფები ამ პოზიციის გადახედვას ცდილობენ. სადღობელლაშვილი რამდენიმე ძირითად საფრთხეს გამოყოფს.

„ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მკვეთრად იკვეთება ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი. თუკი აქამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, საზოგადოებას თავს მოეხვას ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგია.

  1. ეროვნული ტრავმის გაუფასურების მცდელობა
    1990-იანი წლების კონფლიქტი და აფხაზეთის დაკარგვა მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ არის, ეს არის ეროვნული ტრაგედია, ასეულობით ათასი დევნილის ტკივილი და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. ამ მეხსიერების „მოდერნიზებული“ გადაფასების მცდელობა ეროვნული კონსენსუსის რღვევისკენ გადადგმული ნაბიჯია.
    ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. ნებისმიერი მცდელობა, ფაშინიანის კაპიტულანტური მოდელი შეფუთული იქნას „პროგრესულ პოლიტიკად“, ეჯახება უმთავრეს რეალობას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს.“- წერს სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ