— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
Uncategorized

ლადო სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! – ძლიერი ქვეყანა სწორედ იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს და არ იღებს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ “ევროპულია”

ლადო სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა…

დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი – მათ შორის Eurostat – მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის განცხადებით, ევროპა, რომელიც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახისა და სოციალური წესრიგის სიმაგრე, ყოველდღიურად უფრო შორდება აღნიშნულ საფუძვლებს. შესაბამისად, საქართველო არ უნდა გახდეს „ბრმად მიმბაძველი“ ქვეყანა, მან უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, ურთიერთობა ევროპასთან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა „საკუთარი თავის ფასად“.

„დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი – მათ შორის Eurostat – მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! ევროპა, რომელიც ოდესღაც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის და სოციალური წესრიგის სიმაგრე, დღეს სულ უფრო შორდება ამ საფუძვლებს. ლიბერალური ექსპერიმენტები, კულტურული რელატივიზმი და ღირებულებითი ქაოსი ქმნის გარემოს, სადაც ადამიანი ნაკლებად დაცულია…
თავის მხრივ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ოჯახი ჯერ კიდევ ფასეულობათა ცენტრშია, ტრადიციები არ არის სირცხვილი, არამედ ღირსება, საზოგადოება ინარჩუნებს მორალურ საზღვრებს… ჩვენ არ უნდა გავხდეთ ბრმად მიმბაძველები. განვითარება არ ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვას. პირიქით, ძლიერი ქვეყანა სწორედ იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს და არ იღებს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ “ევროპულია”.
მე არ ვამბობ რომ ევროპას ზურგი უნდა ვაქციოთ, ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკუთარი თავის ფასად!
საქართველოს გზა უნდა იყოს: ძლიერი სახელმწიფო, დაცული საზოგადოება და ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება,“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ