“მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხეთი: პრემიერი ფაშინიანი, რომელიც მკაფიოდ ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და სამხედრო-პოლიტიკური ვექტორის დივერსიფიკაციას , რეგულარულად მართავს შეხვედრებს თეირანში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონულ, დიდ აქტორებთან სტაბილური და პროგნოზირებადი კომუნიკაციის შენარჩუნება ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია.
რაც შეეხება საქართველოს: მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, კერძოდ რეგიონალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და საერთაშორის დიპლომატიურ პრაქტიკას (პროტოკოლი).
ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება და იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერა მარტივია, ქვეყნის მართვა კი რეალური ტვირთია, რომელიც ემოციების ნაცვლად ცივ გონებას, წინდახედულობასა და გრძელვადიან გათვლებს მოითხოვს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხში არის არა სისუსტე, არამედ პასუხისმგებლიანი, სუვერენული და სახელმწიფოებრივი მიდგომა,” – წერს ლადო სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა – ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება მარტივია, ქვეყნის მართვა კი რეალური ტვირთია, რომელიც ცივ გონებას, წინდახედულობასა და გრძელვადიან გათვლებს მოითხოვს
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა
პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა