— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა…

სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს! სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად! ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ 45 ლარით გაიზრდება და 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარს მიაღწევს, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ასევე  აღნიშნავს, რომ პრემიერისა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უსაქმურ, უინიციატივო და ცარიელ დღის წესრიგზეა გადასული, ხელისუფლება მშვიდად, თანმიმდევრულად და საქმით პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

„სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს! სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად! ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ 45 ლარით გაიზრდება და 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 415 ლარს მიაღწევს!

– 45 ლარი, შესაძლოა, აბსოლუტურ ციფრში დიდი არ ჩანდეს, მაგრამ არსებული პენსიის სოლიდური პროცენტული ზრდაა (თითქმის 12%-იანი მატება), რაც რეალურად ამსუბუქებს პენსიონერის ყოველდღიურობას.

– ამასთანავე შეგახსენებთ რომ გაზრდილ პენსიასთან ერთად, პენსიონერები სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი შეღავათებითაც : მედიკამენტების სუბსიდირება/სპეციალური ფასები, მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათები, უფასო/სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურება და სხვა…

ეს არის ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის რეალური მაგალითი. პრემიერისა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა. მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სრულიად უსაქმურ, უინიციატივო და ცარიელ დღის წესრიგზეა გადასული, ხელისუფლება მშვიდად, თანმიმდევრულად და საქმით პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

და ბოლოს არ შეიძლება არ აღინიშნოს მთავარი, როდესაც ვუყურებთ რეგიონის ქვეყნებს უკრაინასა თუ მოლდოვას, სადაც ზოგადად სოციალური ფონი და მათ შორის პენსიონერთა მდგომარეობა მძიმე კრიზისის ფონზე უდიდესი გამოწვევაა, კიდევ უფრო ნათლად ჩანს საქართველოს მთავრობის ქმედითობა და ქვეყნის სწორი მართვა!“ – წერს სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

8 სთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

8 სთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

10 სთ წინ5 წთ