„დიდი ხანია საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა უნდა არსებობდეს ოპოზიციაში. თავისთავად კარგია, რომ რაღაცასთან მივიდნენ- „ალიანსი“ ჰქვია ახლა ამ ერთობას, მაგრამ ძალიან გულახდილი ვიქნები, გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება და რომ მართლაც ერთი ფრონტით შეძლებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოსვლას. ვისურვებდი, რომ ასე იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გამოცდილება სხვას გვეუბნება და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ეს ძალიან მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. კარგია საერთოდ რაღაც მოძრაობა რომ შეინიშნება, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, ბევრი მოვითმინეთ აქამდეც, მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო“-განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.




