თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ
პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს:  დადე, ნოდარ, ბიჭო,  ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება  – ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო…

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე  “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.

ლაშა გეგეჭკორის განცხადებით,  ნოდარ მელაძისგან  მსგავსი ბრალდება საზოგადოებას მრავალჯერ მოუსმენია, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი მასალები არავის უნახავს.

გეგეჭკორი მოუწოდებს ნოდარ მელაძეს დადოს შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს.

„“ორშაბათი შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია…”

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე

“ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.”

ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე.

ასეთ ნოდარებს ავიწყდებათ რომ ზოგადად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში ბრალდების მტკიცებულება ბრალდების მხარესაა.

ანუ მე კი არ უნდა ვიმართლო თავი და ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, შენ – ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცო ჩემი ბრალი ამა თუ იმ დანაშაულში.

ბევრჯერ მოგვისმენია ნოდარასგან: ჩვენ მოვიპოვეთ სუს-ის დახურული ფაილები, ჩვენ მოვიპოვეთ გამოძიების მასალები. ოღონდ ეს ფაილები და მასალები არ გვინახავს. ჩვენ კი არა – არც ნოდარას არ უნახავს.

დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბ ა ტ ო ნ ნოდარს დაგიძახებ.

ვერა, ჰო? აქ მართალი ხარ, ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს.

ამიტომ არის შენს ჟურნალისტურ ცხოვრებაში “ყოველი დღე შაბათი…”

გმადლობთ ყურადღებისთვის,“- წერს ლაშა გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

3 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

6 სთ წინ1 წთ
თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

7 სთ წინ4 წთ