თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს – მემუქრებიან! თუ ვიჩივლებ, წამების შემდეგ ტყვიას მივიღებ

ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა…

”ეს არის ნაწყვეტი, გორელი ცხოველთა უფლებების დამცველი ირმა მთიულიშვილის საჯარო ლაივიდან “ტიკტოკზე.”
მე ის მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. 2018 წლის 22 მარტს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩავატარე მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის რეგიონული სააგენტოს კონცეფციის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის შემდეგ, ირმა მთიულიშვილმა მისცა ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზიას, სადაც განაცხადა რომ ეს სააგენტო (თავშესაფარი) იქნებოდა ცხოველების სასაკლაო. ვიკითხე მისი ვინაობის შესახებ და მითხრეს რომ ის გორში ფლობს ვეტერინარულ კლინიკას “მარკო.” ბიზნესინტერესი სახეზე იყო.
მე არც მეორე მოსაუბრეს-დავით ზანდუკელს არ ვიცნობ. მასზე ვიცი, ნანახი და შენახული მაქვს ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც სჩანს როგორ აიღო შტურმით (გალავანზე გადახტომით) სხვებთან ერთად 2024 წელს, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის რეგიონული სააგენტო.
ის ვიდეოში ამბობს:
“არ ვიცი ვინ არის…გეგეჭკორია, ზავრაშვილია, გიუნაშვილია… ერთადერთი რაც მაგათი მაინტერესებს, არის მაგათი დასჯა რა. მორჩა რა… ჯერ უნდა აწამო ეგენი და წამების მერე უნდა იმენნა დაახალო მუხლებში და მერე შუბლში ტყვია რა.”
გასულ დღეებში ორჯერ გავავრცელე ზოგადი სახის განცხადება პიროვნებების დასახელების გარეშე. მოვუწოდე მათ ჯანსაღი კრიტიკისკენ და ვურჩიე დაენებებინათ თავი ლანძღვა-გინებისთვის. არ გაიგეს და მუქარაზე გადავიდნენ!
მემუქრებიან! თუ ვიჩივლებ, წამების შემდეგ ტყვიას მივიღებ მე-თბილისის მერიის თანამშრომელი.
ტყვიას მიიღებს თეიმურაზ ზავრაშვილი-კახეთის სააგენტოს დირექტორი.
და ტყვიას მიიღებს ბექა გიუნაშვილიც-შიდა ქართლის სააგენტოს დირექტორი. საჯაროდ გიჩივით. წაიკითხეთ და გელოდებით. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს- დაუყოვნებლად დაიწყეთ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება,“- წერს ლაშა გეგეჭკორი.

https://www.facebook.com/reel/4281403388798295

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

20 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

20 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

21 სთ წინ2 წთ