— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს, ასევე, უარს იტყვის ამის გამო ევროკავშირის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს, ასევე, უარს იტყვის ამის გამო ევროკავშირის…

ლატვიის პარლამენტში გამართული ყოველწლიური საგარეო პოლიტიკის დებატების დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, განმარტა ლატვიის პოზიცია ევროკავშირის მიგრაციის პაქტთან დაკავშირებით.

მან განაცხადა, რომ ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს ევროკავშირის მიგრაციის პაქტის ფარგლებში და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ ამის გამო დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე.

“როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე ხაზგასმით აღნიშნა, ლატვია ახალ მიგრანტებს არ მიიღებს და მათთვის თანხას არ გადაიხდის. ჩვენ სხვა ქვეყნებს მხარს დავუჭერთ და დახმარებას გავუწევთ,” – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

ევროკავშირის მიგრაციის პაქტის თანახმად, ქვეყნები ტექნიკურად ვალდებულნი არიან მიიღონ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან გადასახლებული მიგრანტები ან გაიღონ 20 000 ევროს ოდენობის „ფინანსური შენატანი“ თითოეული მიგრანტისთვის, რომლის მიღებაც არ სურთ.