— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

Le Monde: “აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად შეშლილია” – ტრამპის ესკალაციის რიტორიკა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს

Le Monde: “აშშ-ის პრეზიდენტი აშკარად შეშლილია” – ტრამპის ესკალაციის რიტორიკა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით…

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოყენებული უხეში და გენოციდური ენით გაოგნებულმა კონგრესის წევრებმა, დაიწყეს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების განხილვა, რომელიც პრეზიდენტის უუნაროდ გამოცხადებას და აღმასრულებელი ძალაუფლების ვიცე-პრეზიდენტისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 7 აპრილს, ირანის მიმართ გენოციდური ენა გამოიყენა. „მთელი ცივილიზაცია მოკვდება ამაღამ და ვეღარასდროს დაბრუნდება,“ – დაწერა მან Truth Social-ზე.
Le Monde-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორები ყოფილი ბიზნესმენის თითოეული მუქარის შემდეგ მის სავარაუდო მოლაპარაკებების ტაქტიკასა და ჰიპერბოლისადმი მიდრეკილებაზე სპეკულირებდნენ, ახალი რეალობა ცხადი ხდებოდა. ირანის რეჟიმის წინააღმდეგობით იმედგაცრუებულმა ტრამპმა – განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის გლობალური ეკონომიკის ჩაშლის ნაცვლად რეჟიმის კოლაფსს ელოდა – უარი თქვა ნებისმიერ რიტორიკულ თავშეკავებაზე. აღარც თვითკონტროლი იყო, აღარც პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი სერიოზულობა. „გახსენით ეს წყეული სრუტე [ჰორმუზის], თქვე გიჟებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ,“ დაიმუქრა ის 5 აპრილს.

ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ფართოდ გაშუქებულ პრესკონფერენციაზე, ერთმა ჟურნალისტმა გაბედა ეკითხა: „რა პასუხი გაქვთ კრიტიკოსებზე, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, შესაძლოა, შემოწმდეს, რადგან ეს ომი გრძელდება?“. როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა თითქმის არ შეიმჩნია რეაქცია. „ასეთი რამ არ მსმენია, მაგრამ თუ ასეა, მაშინ თქვენ გჭირდებათ მეტი ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ, რადგან ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ატყუებდნენ ვაჭრობაში და ყველაფერში, სანამ მე მოვიდოდი.“ მილიარდერმა, როგორც ჩანს, უგულებელყო კითხვები მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მისმა ყოფილმა მოკავშირემ, მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელმაც იანვარში დატოვა წარმომადგენელთა პალატა, სამშაბათს დილით X-ზე მოკლედ შეაჯამა ეს შეშფოთებები: „25-ე შესწორება!!! არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა ამერიკაზე. ჩვენ ვერ გავანადგურებთ მთელ ცივილიზაციას. ეს არის ბოროტება და სიგიჟე.“

„კაბინეტი არ გამოიყენებს 25-ე შესწორებას ადამიანზე, რომელიც აშკარად შეშლილია,“ განაცხადა მასაჩუსეტსის დემოკრატმა წარმომადგენელმა ჯიმ მაკგოვერნმა. კონექტიკუტის დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ მსგავსი შეფასება უკვე კვირას გააკეთა: „ტრამპის კაბინეტში რომ ვყოფილიყავი, აღდგომას კონსტიტუციონალისტ იურისტებთან საუბარში გავატარებდი 25-ე შესწორების შესახებ. ეს სრულად, სრულიად არაკონტროლირებადია. მან უკვე ათასობით ადამიანი მოკლა. კიდევ ბევრს მოკლავს.“ – აღნიშნულია Le Monde-ის სტატიაში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

13 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

17 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

20 სთ წინ2 წთ