— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას

ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას…

1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ვახტანგ ხმალაძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის შეფასებით, 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებსა და მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომელთა გვერდითაც პარლამენტში ვახტანგ ხმალაძე იჯდა, ძალა რომ ჰქონდეთ, ახლაც იგივეს გაიმეორებდნენ, კონსტიტუციასა და პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, არამედ იარაღით შეიჭრებოდნენ, როგორც მაშინ გააკეთეს და ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, რომ მათ რეალურად თავიანთი ამბიციებისა და ეგოს გახარება სურთ, დასავლეთი, ამერიკა, რუსეთი და ევროკავშირი კი მათთვის მხოლოდ ხალხის მოსატყუებელი დემაგოგიაა, რადგან საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარებიც და ადმირალი ბალტინის ფლოტიც გამოიყენეს.

“თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას. ეხლა უყურეთ რა გამოდის. 1991-92წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90იან წლებში, შიმშილი, სიბნელე, ომი, ბანდიტების თარეში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით.

ეხლაც იგივეს გაიმეორებდნენ, მაგის ძალა, რომ ჰქონდეთ. კონსტიტუციას კი არ დაამხობდნენ, პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, უბრალოდ შეიჭრებოდნენ პარლამენტში იარაღით, როგორც მაშინ გააკეთეს და ყველაფერი თვითონ იქნებოდნენ, მთავრობაც, პარლამენტიც, კონსტიტუციაც და კონსტიტუციური წესრიგიც. ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. მათ რეალურად ხომ ეს უნდათ თავისი ამბიციები, ავადმყოფური ეგო გაახარონ, თორემ დასავლეთი, აღმოსავლეთი, ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი ყველაფერი ეს დემაგოგიაა მათთვის ხალხის მოსატყუებლად. როდესაც დასჭირდა რუსეთის ჯარებიც მშვენივრად გამოიყენეს და ადმირალი ბალტინის ფლოტიც.”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მსგავსი სიახლეები.