— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას

ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები…

ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას, – წერს “გირჩის” წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ალიანსს არც იდეა აქვს და საზოგადოებას ატყუებს, ხელისუფლებას კი ტყუილებით ვერ დაამარცხებენ.

“1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან, ხომ გახსოვთ, რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

ან წინა ფაზები თუ გაიაზრეს რამდენად წარმატებული იყო? რა შედეგები დადო და ახალი ფაზა რითი უნდა იყოს განსხვავებული?

ტყუილია, იდეა გვაქვსო რომ ამბობენ. “იდეა გვაქვს” თქმა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს მის ქონას, არამედ თუ რაში გამოიხატება იდეა, რას ცვლიან, ეგ უნდა უთხრან ხალხს, მაგრამ ამას ვერ ათქმევინებ, რადგან იდეა არ არსებობს.

იდეა რომ ჰქონდეთ და მერე ერთმანეთში იყვნენ ამაზე შეთანხმებული, ყველგან ამაზე უნდა საუბრობდნენ, რომ დამაჯერებლობა ჰქონდეთ და შთაბეჭდილება დარჩეს ხალხს, ამათ მართლა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ნდომებიათო.

ალიანსის 9 პარტიიდან, 5 პარტიიის პოლიტიკოსმა 2020 წელსაც მოაწერა შეთანხმებას ხელი გირჩთან ერთად, თუ რა როგორ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავის ახსოვს. თან, რასაც მაშინ მოაწერეს ხელი გირჩთან, იმაზე არც აუხსნიათ თუ რა აღარ მოსწონთ და რატომ გადავიდნენ სხვა “იდეებზე”.

იგივე ხალხი რომ ამბობს, ჩვენ იდეა გვაქვს და თან, შევასრულებთო მას, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს? თუ არ ჟღერს დამაჯერებლად, ტყუილებით როგორ შეიძლება დაამარცხო ხელისუფლება?” – წერს ჯგერენაია.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

15 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

19 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

19 სთ წინ2 წთ